"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" მარნეულში სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" მარნეულის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს.

პროექტის ღირებულება 699 699,9 ლარია და წყალმომარაგების კომპანია მას საკუთარი სახსრებით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სანი" განახორციელებს.

"ქალაქ მარნეულის (მოსახლეობა - 28 000 ადამიანი) წყალმომარაგება ხორციელდება კოლაგირის სათავე ნაგებობიდან, საიდანაც სატუმბი სადგურის მეშვეობით წყალი მიეწოდება ქალაქის მაღალ ადგილზე განთავსებულ 500 მ3-იან რეზერვუარს, რომელიც ქალაქის ქსელს ამარაგებს. ბოლო წლებში ქალაქის ძირითადი უბნების გამანაწილებელი ქსელი გამოიცვალა, ხოლო დარჩენილ ცალკეულ უბნებში ქსელი ამორტიზირებულია და ადგილი აქვს ხილულ და უხილავ დანაკარგებს. პროექტის შედეგად მოხდება მარნეულის რამდენიმე ქუჩის წყალსადენის რეაბილიტაცია, რეაბილიტაციის შედეგად წყლის მიწოდების გრაფიკი დღე-ღამეში 04:00 საათიდან 22:00 საათამდე გაიზრდება", - აცხადებენ კომპანიაში.