თვითმფრინავმა Boeing 787-9 Dreamliner-მა, რომელიც ავსტრალიურ კომპანიას Qantas-ს ეკუთვნის, გადაჯდომის გარეშე ნიუ-იორკიდან სიდნეიმდე პირველი რეისი შეასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია.
მასში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა სიდნეის აეროპორტში სავარჯიშო 19 სთ და 16 წთ ხანგრძილივბის ფრენის შემდეგ. მასში 49 მგზავრმა და ეკიპაჟის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფრენის დროს რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის შედეგებიც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ფრენის დროს. მაგალითად, პილოტებს შეუმოწმდათ ტვინის აქტივობა და რეაქციის სიწრაფე, ხოლო მგზავრებს რამდენიმე ფიზიკური ვარჯიშის ჩატარებაც მოუწიათ.
უკვე დეკემბრისთვის კომპანიას ზუსტად ეცოდინება ამ ტიპის ფრენების მიზანშეწონილობა და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პირდაპირი რეისების შესრულებაზე, ასეთ შორ დისტანციაზე.