„გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი საბ­ჭო­თა ელი­ტა­ში“ - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში

BBC Travel-ის ყუ­რა­დღე­ბა წყალ­ტუ­ბოს სა­ნა­ტო­რი­უმ­მა კი­დევ ერთხელ მი­ი­პყრო. "სტა­ლი­ნის სა­ცუ­რაო აუზი, სპა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კუ­რორ­ტი საბ­ჭო­თა პარ­ტი­უ­ლი ელი­ტის­თვის" – წერს bbc.com-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ტე­ი­ლორ უა­იდ­მე­ნი, რო­მელ­მაც ერთ დროს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კუ­რორტზე იმოგ­ზა­უ­რა.

"1990-იან წლე­ბი­დან დან­გრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი საბ­ჭო­თა კუ­რორ­ტი ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ისევ იქ­ცევს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ი­სი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე წყალ­ტუ­ბოს ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი, თა­ვი­სი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი­თა და სხვა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და და­სას­ვე­ლებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა სწო­რედ იმ ად­გილს ირ­ჩევ­და და ამი­ტო­მაც "საბ­ჭო­თა მნიშ­ვნე­ლო­ბის" იყო..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის თქმი­თაც,იმ წლებ­ში მოს­კო­ვი-წყალ­ტუ­ბოს მა­ტა­რებ­ლის რე­ი­სიც კი და­დი­ო­და.

მი­სი­ვე ცნო­ბით, სა­ნა­ტო­რი­უ­მი პომ­პე­ზურ საბ­ჭო­თა სტილ­შია აშე­ნე­ბუ­ლია, 1950 წლის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად და ის ყო­ველ­თვის სავ­სე იყო დამ­სვე­ნელბ­ლე­ბით.

"თუმ­ცა, 1990-იანი წლე­ბის შემ­დეგ, სა­ნა­ტო­რი­უ­მი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­გან სწრა­ფად და­ი­ცა­ლა. დრო­თა გან­მა­ლო­ბა­ში, შე­ნო­ბა ინ­გრე­ო­და და მისი შთამ­ბეჭ­და­ვი ფა­სა­დე­ბიც იშ­ლე­ბო­და... სა­ნა­ტო­რი­უმ­თან ერ­თად, ქა­ლაქ­მაც გა­ნად­გუ­რე­ბა და დაც­ლა და­ი­წყო... იქა­უ­რო­ბას ტუ­რის­ტე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობ­დნენ, მხო­ლოდ სა­ნა­ტო­რი­უ­მის შე­ნო­ბი­სა და საბ­ჭო­თა კვა­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად" - წერს ავ­ტო­რი.

BBC Travel-ის ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტის თქმით, 2010 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წყალ­ტუ­ბოს კუ­რორ­ტის აღ­დგე­ნა და­ი­წყო. ინ­ვეს­ტო­რებ­მა მას­ში თან­ხის ჩა­დე­ბა და­ი­წყეს, რათა დან­გრე­უ­ლი აღ­დგე­ნი­ლი­ყო, ან ძვე­ლის ნაც­ვლად ახა­ლი აე­შე­ნე­ბი­ნათ.

"ტუ­რის­ტე­ბის­თვის და­ა­მონ­ტა­ჟეს თა­ნა­მედ­რო­ვე სპა, სა­დაც მათ ახლა დას­ვე­ნე­ბა და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ და იმა­ზე არა­ნაკ­ლებ ხა­რის­ხი­ა­ნად, რო­გორც ეს წლე­ბის წინ საბ­ჭო­თა ელი­ტას შე­ეძ­ლო" - წერს ტე­ი­ლორ უა­იდ­მე­ნი, რო­მე­ლიც "საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის" წყალ­ტუ­ბო­ში მოხ­ვედ­რის გზებ­ზე, საშ­ვებ­ზე და იმ წლებ­ში კარ­გად ცნო­ბილ ე.წ. პუ­ტი­ოვ­კა­ზე სა­უბ­რობს.

"წყალ­ტუ­ბო თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბით, რბი­ლი სუბტ­რო­პი­კუ­ლი ჰა­ვი­თა და ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი, სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხის ვა­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო საბ­ჭო­თა ელი­ტა­ში... ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, იქ მკურ­ნა­ლობ­და და გა­ნი­კურ­ნა ქარ­თვე­ლი ქალი მეფე თა­მა­რი. შემ­დეგ მას რუსი მე­ფე­ე­ბი, სტა­ლი­ნი და მისი ახლო გა­რე­მოც­ვაც ხში­რად სტუმ­რობ­და..." - წერს გა­მო­ცე­მის ავ­ტო­რი.

გა­მო­ცე­მა წყალ­ტუ­ბოს კუ­რორ­ტის ის­ტო­რი­ა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­წერს, რომ მისი მშე­ნებ­ლო­ბა უფრო ადრე და­ი­წყო, თუმ­ცა 1951 წელს მან დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რე­კორ­დი მოხ­სნა. მისი გა­ფარ­თო­ე­ბა გრძელ­დე­ბო­და და ამ სა­მუ­შა­ო­ებს 4 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აწარ­მო­ებ­და.

"ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გებ­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სტა­ლინ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს წყალ­ტუ­ბო­ში თა­ვი­სი სა­ნა­ტო­რი­უ­მი აე­შე­ნე­ბი­ნა. 1950-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს 19 სა­ნა­ტო­რი­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 1980-იანი წლე­ბის ჩათ­ვლით, მოს­კო­ვი­დან დამ­სვე­ნებ­ლე­ბით სავ­სე მა­ტა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღე და­დი­ოდ­ნენ..." წერს BBC Travel-ის ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი.

განაგრძეთ კითხვა