კომპანია Coca-Cola-ს სუფთა მოგება მიმდინარე წლის იანვარ-სექტემებერში 24%-ით 6,878 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით აქციაზე მოგებამ 1,6 დოლარი შეადგინა გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთში არსებულ 1,29 დოლართან შედარებით. მისი შემოსავლები კი გაზრდილია 6%-ით 28,198 მილიარდ დოლარამდე.
მათ შორის, მხოლოდ მესამე კვარტალში სუფთა მოგება გაზრდილია 38%-ით 2,593 მილიარდ დოლარამდე, ხოლო შემოსავალი 8%-ით 9,507 მილიარდ დოლარამდე. ამ მონაცემმა კი ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც 9,45 მილიარდიან შემოსავალს პროგნოზირებდნენ.
კომპანია მიმდინარე წელს შემოსავლების 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
Coca-Cola Company 1892 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ატლანტაში. მის ყველზე ცნობილს ბრენდეს შორისაა - Coca-Cola, Fanta და Sprite.