საუდის არაბეთის სახელწმიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ საფონდო ბირჯაზე აქციების პირველადი განთავსება (IPO) გადადო. ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, IPO გადაავადეს და მასზე უარი არ უთქვამთ. როგორც ცნობილია, კომპანიის IPO აქამდე გავრცელებული ინფორმაციით 20 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო, ახლა კი ამ ვადამ რამდენიმე კვირით გადაიწია.
IPO-ს საშუალებით კომპანიას სურს ზუსტი წარმოდგენა შეუქმნას ინვესტორებს საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებზე სექტემბრის დრონების თავდასხმის შემდეგ მის ნავთობტერმინალებზე. კომპანია ელოდება, როცა იქნება საბოლოოდ მზად მესამე კვარტლის მონაცემები რა პერიოდში მოხდა თავდასხმა, ეს კი თავის მხრივ ინვესტორებს გაუმყარებს თავდაჯერებულობას - წერს CNBC და The Wall Street Journal.
WSJ-ის ინფორმაციით IPO-ს გადადება დეკემბრამდე ან იანვრამდე.
როგორც ცნობილია, Saudi Aramco-ს IPO-ს განაცხადი 20 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო , 27 ოქტომბერს მოხდებოდა განთავსების პროსპექტი, 3 ნოემბერს კი დაიწყებოდა „როუდ-შოუ“ . კომპანია გეგმავს მხოლოდ აქციების 2%-ის განთავსებას. მოსალოდნელია, რომ მოხდება კომპანიის შეფასება 2 ტრილიონ დოლარად და აქედან გამომდინარე დაედება აქციებსაც ფასი.