კომპანია Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მილიარდერი მარკ ცუკერბერგი ამერიკის საპრეზიდენტო არჩვენების ერთ-ერთი მომავალი კანდიდატის ბერნი სანდერსის წინადადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკამ უარი უნდა თქვას მილიარდერებზე, ვინაიდან ისინი საჭირო არ არიან.
ცუკერბერგმა ამერიკაში არსებული უთანასწორობის გამო წუხილი გამოხატა, თუმცა იდეა მილიარდერების ქონება გადაეცეს ხელისუფლებას, მისი აზრით ცუდ შედეგებს მოიტანს.
„ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სიმდიდრის მოხვეჭასთან ბრძოლა მარტივია: ვუთხრათ ხელისუფლებას, ჩამოართვას ეს სიმდიდრე ადამიანებს. ამის შემდეგ კი მთავრობამ გადაწყვიტოს, მიმართოს ეს თანხები სამედიცინო კვლევებზე“ - განაცახადა ცუკერბერგმა, რომლის სიტყვებსაც ციტირებს Washington Post.
მან დასძინა, რომ ემხრობა შეჯიბრებითობას ამ საკითხში: „მე ვფიქრობ, კარგია, რომ არსებობენ სხვადასხვა ფილანტროპები და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძიათ კონკურენტული იდეების წამოწევა იმაზე როგორ ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის კვლევები. მე პრინციპულად მჯერა ამ შეჯიბრებითობის, რომ ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა იდეები. მე ცოტა არ იყოს მაშინებს, როცა მესმის წინადადებები იმის მსგავსი, რომელიც გააკეთა სანდერსმა“, - განმარტა მან.
როგორც ცნობილია, ბერნის ანდერსმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით მილიარდერები შტატებში საჭირო არ არიან. მისივე თქმით, ყოველთვის მოიძებნებიან მდიდარი ადამიანები ნაკლები ქონებით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი წინადადება მილიარდერების ლიკვიდაციას გულისხმობს, არა ეს ითვალისწინებს მათი ქონების მეტი წილის ლიკვიდაციას. ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა მან.
სანდერსის წინადადება თავის თავში ასევე მოიცავს გადასახადის შემოღებას 1%-ის ოდენობით, თუ პირის ქონება აღემატება 32 მილიონ დოლარს, ხოლო 8%-ით დაბეგვრას მათი ქონების, ვისი კაპიტალიც 10 მილიარდ დოლარზე მეტია.
როგორც ცნობილია, Forbes-ის შეფასებით მარკ ცუკერბერგის ქონება 69 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის მერვე ადგილზეა.