ვოლიფეი - ქართული სტარტაპი მომხმარებლებთან ურთიერთობის გამარტივებისთვის

საკუთარი ფინანსების მართვა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა მომხმარებლებს წლის ბოლოდან გამარტივებული ინსტრუმენტით შეეძლებათ. მალე, ქართულ ფინანსურ ბაზარს ახალი სტარტაპი - ვოლიფეი - შეემატება. ეს არის ფინტექ სტარტაპ პროექტი, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ფინანსური Business Intelligence (BI) პროდუქტი.

ვოლიფეის მეშვეობით, მომხმარებელი საკუთარი ფინანსების მართვას თანამედროვე, გამარტივებული გზებით შეძლებს. თუმცა, კომპანია სარგებელს არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ ფინანსურ ორგანიზაციებსაც სთავაზობს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ვოლიფეის პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო დახვეწილი ფინანსური მომსახურება, გახადონ მომხმარებლებთან ურთიერთობა უფრო თანამედროვე და პრაქტიკული - საკუთარი კომპანიის სახელით მომხმარებლისთვის Mastercard საერთაშორისო საგადახდო ბარათისა და ელექტრონული საფულის შეთავაზებით. წლის ბოლოს, ვოლიფეი ელექტრონული საფულის მობილურ და ვებ აპლიკაციებსაც წარმოადგენს და წამყვან ქართულ ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო საგადახდო MasterCard ბარათს გამოუშვებს.

ვოლიფეი არსებული საგადახდო სისტემების სრულყოფილი და კომფორტული ალტერნატივაა, რომელიც პოზიციონირდება არა როგორც ფინანსური ორგანიზაციების კონკურენტი, არამედ მათი მომსახურების შემავსებელი პროდუქტი. კომპანიის გუნდი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლობა წამყვან კომპანიებთან არასაბანკო სექტორიდან შეცვლის მომსახურების ხარისხს და ამავდროულად აამაღლებს ბაზარზე არსებულ სტანდარტებს. მათი პარტნიორი ორგანიზაციები ისარგებლებენ ახალი კონკურენტული უპირატესობებით, პროდუქციის მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობით - მათი პროდუქტის პორტფელზე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, რაც შესაბამისად ქმნის ხარჯების შემცირებისა და შემოსავლის მიღების საშუალებას.

„ვოლიფეი სრულიად ახალი და პირველი ქართული პლატფორმაა არასაბანკო სექტორიდან, რომელიც MasterCard-ის საბარათე პროგრამის წევრი ოფიციალურად გახდა. ძალიან ხანგძლივი და შრომატევადი პროცესის შედეგად, გვაქვს შესაძლებლობა, სრულიად განსხვავებული ფინანსური პროდუქტები შევთავაზოთ ქართულ ფინანსურ სექტორს. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან და უახლოეს მომავალში იხილავთ ვოლიფეის პლატფორმის საშუალებით სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ რამდენიმე ტიპის საერთაშორისო საგადახდო MasterCard ბარათს.“ - განმარტავს ვოლიფეის დირექტორი გიორგი აბულაძე.

მისივე თქმით, ვოლიფეის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იქნება გლობალური ხედვის შენარჩუნება აქტიური განვითარების პროცესის პარალელურად, რათა ფულის მართვის პროცესი მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული გახადოს.

ვოლიფეი ოპერირებს საგადახდო სერვისის პროვაიდერი კომპანიის „მანიქოს“ ლიცენზიის ფარგლებში. საფინანსო კომპანიებს დაკავშირება შეუძლიათ ვებგვერდით: https://www.wallypay.ge/თანამშრომლობა

მეტი ინფორმაციისთვის: https://www.wallypay.ge

(R)