2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები წინა წლის მონაცემთან შედარებით 0.5 პროცენტით მეტია.
9 193.7 მლნ აშშ დოლარიდან ექსპორტი 2 719.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები).
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 755.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 690.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.