არადეკლარირებული თანხის შემოტანისთვის ერთი პირი დააჯარიმეს

დეკლარირების წესის დარღვევის გამო, საქართველოს მოქალაქე დააჯარიმეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 7 სექტემბერს არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა გამოვლინდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი". უწყების ცნობით, რეისით სტამბოლი-თბილისი საქართველოს მოქალაქე ბ.ც. ჩამოფრინდა, რომლის ხელბარგშიც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული თანხა 38 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მგზავრს ჯარიმა - 3000 ლარი - დაეკისრა.