გიორგი გახარიას განცხადებით, ის ბიზნესმენ ფადი ასლის ცალკე შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის ბიზნესმენ ფადი ასლის ცალკე შეხვდება.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ არ იყო მიწვეული ბიზნესმენი ფადი ასლი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ ის ბიზნესმენს შეხვდება.

„სწორედ ამიტომ, რადგანაც ბატონი ფადი ასლი და მისი ასოციაცია არის გამორჩეული, მას ცალკე შევხვდებით"-, განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში 2-საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.