ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოუწოდებს ანაკლიის პორტთან ასოცირებულ პოლიტიკოსებს, ფუჭად არ გაფლანგონ დრო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ნაცვლად, მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინონ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე.
“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის, გამოძიებასთან დაკავშირებული სხავადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა, იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული მათი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებ, რომ ფუჭად არ გაფლანგონ ეს დრო,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.