დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ დაინიშნა

სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

სემეკში ჩატარებული არჩევნების შედეგად კომისიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხვალ კი ნარმანიას სემეკის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ნარმანია 2017 წლიდან სემეკის კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა და საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომდევნო სამი წელი სემეკს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

„კანონში განხორციელებული ცვლილებები მიხედვით შეიცვალა კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი. თუ ადრე კომისიის თავმჯდომარის არჩევა ხდებოდა პარლამენტში უმრავლესობით, საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის მეშვეობით წარდგინების გზით, ახლა თავმჯდომარე აირჩევა კომისიის წევრებისგან, კომისიის შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, ადრე მოქმედი ნორმით, თავმჯდომარე ირჩეოდა 6 წლის ვადით, ახლა სამი წლის ვადით ირჩევა, თუმცა შეუძლია ხელმეორედაც გახდეს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სემეკის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარედგინება
"სემეკის თავმჯდომარის არჩევის დროს გაჩნდა კითხვები და ვიტყოდი სრულიად ლეგიტიმური"
გიორგი კახიანი ადასტურებს, რომ სემეკის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთთან  წინააღმდეგობაში მოდის