"ჩვენი ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების და პირველ რიგში, საექსპორტო წარმოების განვითარებაზე"

ჩვენი ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე და პირველ რიგში, საექსპორტო წარმოების განვითარებაზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრმა 9 თვის სტატისტიკაზე ისაუბრა.

„ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ექსპორტი გაიზარდოს. თუნდაც ახლა გამოქვეყნებული 9 თვის სტატისტიკიდან ჩანს, რომ 11%-ზე მეტით არის გაზრდილი ექსპორტი, ხოლო იმპორტი არის შემცირებული, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვავითარებთ ჩვენს საექსპორტო პოლიტიკას. ჩვენი საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და თქვენ თუ შეხედავთ თუ რომელი ბაზარი იზრდება ასე ვთქვათ წილობრივად, სწრაფად ეს არის ევროკავშირის ბაზარი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.