„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის პროექტში ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ის ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის პროექტში ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ის ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, Van Oord International, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას, შეიძენს Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილს. სწორედ, Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.

„Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან არის ჩართული. მან განახორციელა დეტალური საზღვაო-სამშენებლო კვლევები პროექტის დაწყებისას, ADC– სთან წარმატებული პარტნიორობის მანძილზე, შესრულდა 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამაღმავებელი სამუშაოები, რომლების ფარგლებშიც მოხდა ანაკლიაში ნაპირის დაღრმავება მინუს 11 მეტრამდე და ამოღებული ქვიშის მასის განთავსება სამშენებლო მოედანზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიაჩნია, რომ „ვან ოორდი“ მნიშვნელოვან ღირებულებას მოუტანს პროექტს თავისი 150- წლიანი გამოცდილებით ისეთ ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებში, როგორებიცაა პალმა ჯუმეირას კუნძულები დუბაიში, მეორე სუეცის არხის მშენებლობა ეგვიპტეში, როტერდამის Maasvlakte 2 პორტის გაფართოების პროექტი და არაერთი სხვა დიდი მასშტაბის პროექტი,”-აცხადებენ კონსორციუმში.

შეგეხსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.