საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ახალი თავმჯდომარე ჰყავს. სემეკს მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით ნარმანია უხელმძღვანელებს. რაც შეხება მის წინამორბედს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებით დატოვა პოსტი ირინა მილორავამ.
როგორც სემეკის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ 9 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, მას აღნიშნულ პოსტზე, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით, 130 331 ლარი აქვს აღებული.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითვე, ირინა მილორავა ფლობს 2011 წელს 125 750 აშშ დოლარად შეძენილ ბინას თბილისში. მანამდე, 2005 წელს კი, მან 135, 72 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა ასევე თბილიში, რაშიც 32 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, სემეკის ყოფილი თავმჯდომარე, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ბარათზე - 347,57 ლარს, „თი ბი სი ბანკის“ სახელფასო ბართზე - 539,47 ლარს, ხოლო ანაბარზე - 18 668 ლარს.