სატელეკომუნიკაციო გიგანტი კომპანია Huawei განიცდის ნეგატიურ გავლენას აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო. ამის შესახებ Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 17 მაისს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei შავ სიაში შეიყვანა და ჩამოართვა შესაძლებლობა, წვდომა ჰქონოდა ოპერატიული სისტემა Android-ის განახლებებზე, რომელსაც ის Google-ისგან ყიდულობდა შტატებში.
„შავი სიის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ შევძელით სხვადასხვა ალტერნატიული გადაწყვეტილებები მიგვეღო, თუმცა ყველაზე რთული აღმოჩნდა Google-ის მიერ მოწოდებული ტექნოლოგიის ჩანაცვლება. ჩვენ შეგვიძლია ამ სისტემით სარგებლობა მაგრამ არ შეგვიძლია მისი ტექნოლოგიით, რომელიც ამოქმედებულია პროგრამის ფუნქციონირებაში“, - განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ Android-ის ნაცვლად საკუთარი ოპერატიული სისტემა Harmony OS წარმოადგინა, მას მოუწევს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, რათა სრულად ჩაანაცვლოს Android-ი.
აღსანიშნავია, რომ სანქციების პარალელურად იზრდება კომპანიის გაყიდვები. როგორც Financial Times-ი წერს, Huawei-ის გაყიდვები ბოლო წლის განავლობაში 27%-ით გაიზარდა.