მოტოციკლი Harley-Davidson-ი, რომელზეც დატანილი იყო რომის პაპის ფრანცისკეს ხელმოწერა, ქალაქ სტაფორდში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე 42 ათას გირვანქად გაიყიდა. ამის შესახებ BBC სააუქციონო სახლს Bonhams-ზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ცნობით, აუქციონი 20 ოქტომბერს გაიმართა და ლოტის სავარაუდო გასაყიდი დიაპაზონი 50-100 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო, თუმცა ის ნავარაუდევს ვერ შესწვდა და საბოლოოდ, 42 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
აღნიშნული მოტოციკლი გერმანელებმა დააპროექტეს და პაპის მისიონერებს გადასცეს, მიმდინარე წლის ივლისში კი ის ვატიკანში ჩაიტანეს, სადაც მასზე ხელი მოაწერა რომის პაპმა.
მოტოციკლის გაყიდვიდან შემოსული თანხა უგანდაში საბავშვო სახლის მშენებლობას მოხმარდება, ასევე უსახლკარო ბავშვების სახლების მშენებლობას.