ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, 15-19 ოქტომბერის შუალედში ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (1,643 აბი და 432 კაფსულა) და ფსიქოტროპული (46 კაფსულა და 15 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორამციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.