„ვენეტო დიზაინი“ – „ვერონა ჯგუფის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი

უზადო, დახვეწილი, საოცრად გემოვნებიანი და მდიდრული - სწორედ ასეთი განცდა დაგეუფლებათ, როდესაც აღმაშენებლის ხეივნის 38-ე ნომერში მდებარე, სულ რაღაც, ნახევარი წლის გახსნილ „ვენეტო დიზაინს“ ეწვევით.

„ვენეტო დიზაინი“ „ვერონა ჯგუფის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ორივე შოურუმისგან. ეს კი იდეალური შესაძლებლობაა თქვენი საყვარელი გარემოს სრულყოფის, განახლებისა და გალამაზებისათვის.

საშხაპე კაბინები და აბაზანის ნიჟარები, კერამიკისა და გრანიტის ფილები, უნიტაზისა და ხელსაბანების ფართო არჩევანი, ონკანები, შემრევები, შხაპისა და შეკიდული უნიტაზის სისტემები, სააბაზანოსა და სამზარეულოს ავეჯი, აქსესუარები და დეკორაციები - იტალიური ხიბლი და მშვენიერება მათთან წარმოდგენილ თითოეულ ნივთსა და დეტალში იგრძნობა. გულდასმით შერჩეული ფერების ჰარმონიული სინთეზი, პრემიალური კლასის მასალები და უნიკალური სტილი - „ვენეტო დიზაინი“ გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც შოურუმი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ის საკმაოდ დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს, რადგან ვენეტოში მოსულ მომხმარებელს გარდა იდეალური ხარიხსისა, ადგილზე დახვდება თანამედროვე, უნიკალური და ულტრამოდური სეტები. უკვე აწყობილ, გემოვნებით შეხამებულ დეტალებში კი სასურველ ნივთებს ადვილად ამოარჩევთ. „ვენეტო“ მსოფლიო კლასის დიზაინერებთან თანამშრომლობით გიადვილებთ ყოველდღიურობას, ზრუნავს თქვენზე და გახვედრებთ მზა, თქვენს გემოვნებაზე მორგებულ კომბინაციებს.

ბაზარზე წარმატებულად პოზიციონირების პარალელურად „ვენეტო დიზაინი“ სიახლეებსაც გეგმავს. ძალიან მალე შოურუმში წარმოდგენილი იქნება მასიური ხის სამშრიანი პარკეტი, რომელიც მისაღები ოთახებისა და საძინებლებისთვის იქნება განკუთვნილი.

მუდმივი განვითარებისა და პირველობისათვის „ვენეტო დიზაინის“ ჯგუფი დაესწრო იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ღონისძიებას, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასულმა პროფესიონალმა დიზაინერებმა წარადგინეს ულტრათანამედროვე და ყველაზე ტრენდული ნამუშევრები. გამოფენა ყოველწლიურად ასიათასზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

განუმეორებელი ატმოსფერო, ელეგანტური ფორმები და საუკეთესო ხარისხის მასალები - თუ ეს ყველაფერი თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ვენეტო დიზაინს“.

https://www.facebook.com/ design.veneto/

(R)