650 მლნ ლარის წმინდა მოგება 9 თვეში - როგორია კომერციული ბანკების შემოსავლები

2019 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 96,620 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 13,486 მლნ ლარით ნაკლებია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,663 მლნ ლარით მეტია (+125%).

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 88,957 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის აგვისტოში 110,106 მლნ იყო.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 650,173 მლნ ლარი შეადგინა, 2018 წლის 9 თვეში კი 602,339 მლნ ლარი.

ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში ბანკების შემოსავლებმა 380,552 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა 273,615 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,379 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 49,073 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 34,237 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ბანკებმა 10,323 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.

ელზა წიკლაური