თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე - სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.
უწყების ცნობითვე, საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას.