საქართველოში მოპოვებულ გაზზე აუქციონი გამოცხადდა

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ კრწანისის #39 ჭაბურღილიდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს.

კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს კრწანისის #39 ჭაბურღილიდან, XIB სალიცენზიო ფართობზე 1 წლის განმავლობაში მოპოვებულ ხელმისაწვდომ, მომყოლ გაზს. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება ათას კუბ. მ. გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 275 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.

აუქციონი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში 2014 წლის 15 სექტემბერს ჩატარდება.