„ფეისბუქის“ ინფორმაციით, კომპანიამ შეაჩერა რუსეთში მოქმედი ინსტაგრამის მთელი რიგი ანგარიშები, რომელთა ოპერატორებიც თავს ასაღებდნენ როგორც შეერთებული შტატების მოქალაქეები და ცდილობდნენ პოლიტიკური მესიჯებით გავლენა მოეხდინათ ამერიკის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
სოციალური მედიის გიგანტის ინფორმაციით, მან ასევე შეაჩერა სამი ცალკეული ქსელი ირანიდან, რომელშიც „გარკვეული კავშირები იკვეთებოდა რუსეთის ინტერნეტ-კვლევის სააგენტოსთან“.
ცნობისთვის, სააგენტო სანკტ-პეტერბურგში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც „ტროლების ქარხნის“ სახელით არის ცნობილი. ამერიკელი ექსპერტების თქმით, ქარხანა კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, რომელსაც გარკვეულ წრეებში „პუტინის შეფად“ მოიხსენიებენ.