მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,819 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (72.2 გრამი) ნაკეთობები ძვირფასი თვლებით გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7,819 ლარის ოდენობით შეეფარდა.