”ბაზისბანკმა” სამომხმარებლო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 7,77%-მდე დაწია

 

დღეიდან ”ბაზისბანკში” აქცია სამომხმარებლო სესხებზე ლარში იწყება.

ბანკის ინფორმაციით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 7,77%-დან, ეფექტური კი 11,5%-დან იქნება. სესხის ვადა: 36 თვემდე, თანხა: 20 000 ლარამდე განისაზღვრა. სესხები გაიცემა გირაოს გარეშე.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ 300 ლარის სტაბილური და დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი.