საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია მაკრო და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით. ქვეყანას დაახლოებით 5%-იანი ზრდა აქვს და სწორი რეფორმებით უფრო მეტს მიაღწევთ“,- ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ღონისძიების გახსნით პანელზე – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა, ნურიელ რუბინმა განაცხადა.
„გლობალურ ეკონომიკაში არსებობს პოტენციური რისკები, მაგრამ არის მრავალი შესაძლებლობები როგორც გლობალური ეკონომიკისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის და ამ ქვეყნისთვის თუკი გაგრძელდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია მაკრო და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით. ქვეყანას დაახლოებით 5%-იანი ზრდა აქვს და სწორი რეფორმებით უფრო მეტს მიაღწევთ. ამისთვის პირველ რიგში ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკაა საჭირო. დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და საჯარო ვალის დაბალი დონე. ქვეყანაში მცირდება გარე დეფიციტი, რაც პირდაპირ უკავშირდება უცხოურ ინვესტიციებს. მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად საჭიროა მიღწეულ იქნეს პროდუქტიულობის ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გულისხმობს რეფორმებს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც ზრდის“,- განაცხადა ნურიელ რუბინმა.
მისი თქმით, დღეს ეს ქვეყანა ბიზნესის წარმოების სიმარტივის მაჩვენებლით მსოფლიო ბანკის რეიტინგით მეექვსე ადგილზეა და მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს კორუფციის დაბალი დონით, ასევე, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღწევა აშშ-სთან.