ჩინეთმა უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველად გაუსწრო. შესაბამისი ანგარიში შვეიცარიის ბანკმა Credit Suisse-მა გამოაქვეყნა. 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ში მოხვდა 100 მილიონი ჩინელი და 99 მილიონი ამერიკელი. ამის მიუხედავად ამერიკის შერთებული შტატები მაინც უსწრებს ჩინეთს იმ ადამიანების რაოდენობით, რომელთა ქონებაც მილიონ დოლარს აჭარბებს: ამერიკელებს შორის მსგავსი 18,6 მილიონი ადამიანია, ჩინელებს შორის კი მხოლოდ - 4,4 მილიონი.
Credit Suisse -ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბარში განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სავაჭრო უთანხმოების მიუხედავად მოახერხეს და მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ზრდასრული მოსახლეობის ერთ სულზე კეთილდღეობის გაზრდის მიმართულებით - შესაბამისად, 3,8 მილიარდი დოლარითა და 1,9 მილიარდი დოლარით.
ავტორი: სალომე აბულაშვილი