აბუ-დაბიში მსოფლიოში უძველესი ბუნებრივი მარგალიტი აღმოაჩინეს

მსოფლიოში უძველესი ბუნებრივი მარგალიტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბის სიახლოვეს მდებარე კუნძულზე აღმოაჩინეს. მარგალიტი ექსპერტთა შეფასებით 8 ათას წელს ითვლის, ის მიმდინარე გათხრებისას კუნძულ მარავეზე აღმოაჩინეს. მარგალიტთან ერთად ნაპოვნია ნეოლითის ხანის შეიარაღების ნარჩენებიც. სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენა ცხადყოფს, რომ უკვე იმ დროს მარგალიტი იყო ვაჭრობის ან გაცვლის საგანი. მარგალიტი ლუვრ აბუ-დაბიში მიმდინარე თვის ბოლოს გამოიფინება. ის ექსპოზიციის ნაწილი იქნება, რომელიც სახელწოდების „ფუფუნების 10 ათასი წელი“ ქვეშ გაერთიანდება.

„აბუ-დაბიში მსოფლიოში უძველესი მარგალიტის აღმოჩენა ცხადყოფს, რომ თანამედროვე ეკონომიკასა და კულტურას აქვს ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები, - განაცხადა აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა მუჰამედ ხალიფა ალ მუბარაკიმ.

არქეოლოგებმა რადიოკარბონის გამოკვლევის მეთოდით დაადგინეს, რომ მარგალიტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5800 5600 წლების პერიოდს განეკუთვნება. დიდი ალბათობით, მაშინ მარგალიტს სამკაულის სახით ან მესოპოტამიასთან ვაჭრობისთვის იყენებდნენ, სადაც ყიდულობდნენ კერამიკასა და სხვა საჭირო პროდუქციას.

ავტორი: სალომე აბულაშვილი