მთლიანობაში ინვესტიციების დინამიკა არის მკვეთრად პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ინვესტიციების კლება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო გარკვეული პროექტების დასრულებით.
„შესაძლოა, შევცდი, როცა ვთქვი, რომ მზარდი დინამიკა იყო ინვესტიციების გასულ წელს, თუმცა მთლიანობაში ინვესტიციების დინამიკა წელს არის პოზიტიური. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვქონდა ინვესტიციების კლება, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის კლება, რომელიც კონკრეტულ ვადებთან და პროექტების დასრულებასთან არის დაკავშირებული,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.