აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

22 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა და მოთხოვნამ 162 955 000 ლარი შეადგინა.

„მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.675 პროცენტით, მაქსიმალური 9.290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.143 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.