ზამთრის ბაღი და სამი ვერანდა - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც 4,5 მლნ ლარამდე ღირს

თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 4 455 150 ლარს (1 500 000 დოლარი) შეადგენს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ახალაშენებული, გარემონტებული 3-სართულიანი სახლის საერთო ფართობი 1000 კვ.მ-ა, ისევე როგორც მიმდებარედ არსებული ეზოს ფართობი.

სახლს აქვს 9 ოთახი, აქედან 6 საძნებელი. ასევე, 3 ვერანდა, დახურული აუზი, საუნა, ბუხარი, 2 ღვინის მარანი და 2 გარდერობის ოთახი.

განცხადების მიხედვით, სახლს ასევე აქვს ზამთრის ბაღი, სამრეცხაო, საკუჭნაო, 7 სველი წერტილი და ავტოფახრეხი 3 მანქანისთვის.

ნინი ქეთელაური