„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და „ანაკლია სითიმ" შვეიცარულ სატრანსპორტო კომპანია Kuehne Nagel-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მსოფლიოს მოწინავე სატრანსპორტო კომპანიასთან Kuehne Nagel-სთან დღეს მოეწერა ხელი.
როგორც „ანაკლია სითის" დირექტორმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა, მემორანდუმი მიზნად ისახავს Kuehne Nagel-ის ბიზნეს აქტივობის გაზრდას რეგიონში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) მეშვეობით.