დავით შავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრაზე მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე, თბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.