დღეს უკვე შევიდნენ სპეციალისტები, შეამოწმებენ შენობის მდგომარეობას, შეისწავლიან რამდენად მდგრადია გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობა და ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას. ყოველივე ამის შემდგომ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ეს გაცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესახებ გააკეთა.
თბილისის მერი გურამიშვილის გამზირზე დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლების დროებითი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ სასურველი საცხოვრებელი ფართის შერჩევის შესაძლობლობა აქვთ.
„მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამგეობამ არ დაიწყოს კონკრეტული საცხოვრებელი ფართების მოძიება, რადგან შემდგომ არ იყოს უკმაყოფილება, რომ შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს, ვიღაც უკმაყოფილო იყოს, ამიტომ თავად მოიძიონ მათთვის მისაღები საცხოვრებელი ფართები და ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა“, -განაცხადა კახა კალაძემ.