ჩვენ ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში პრობლემები გვაქვს, ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ასევე გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ჩემი მინისტრობის დროს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მშენებლობა ენერგეტიკის მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გაააკეთა.
კახა კალაძე ქვეყანაში ჰესების მშენებლობას მიესალმება და ფიქრობს, რომ ქვეყანას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.
„ენერგეტიკის მიმართულებით მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა ენერგეტიკის მიმართულებით. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია და ეს აუცილებლად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდას, თბილისის მერი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.