მსოფლიოში უმსხვილესი სამოგზაურო კომპანია Lonely Planet 2020 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს.
სიის პირველ ადგილს ბჰუტანი იკავებს, რომელიც აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰიმალაის მთიან რეგიონში მდებარეობს. ბჰუტანი უძველესი კულტურის მქონე სახელმწიფოა, სადაც უამრავი ისტორიული ტაძრისა და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრების ნახვა შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში იზოლირებული იყო, ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების შედეგად კი ის ტურისტებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
ათეულის მე-2 ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს, რომელიც ისტორიული ადგილების სიმრავლით გამოირჩევა. ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ დანიშნულებას სამეფოს დედაქალაქი ლონდონი წარმოადგენს. ამასთანავე, ქვეყანაში უამრავი ეროვნული პარკი, ნაკრძალი და დაცული ტერიტორიაა.
Lonely Planet-ის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ბჰუტანი
2. გაერთიანებული სამეფო
3. ჩრდილოეთ მაკედონია
4. არუბა
5. სვაზილენდი
6. კოსტა-რიკა
7. ჰოლანდია
8. ლიბერია
9. მაროკო
10. ურუგვაი