287 ლარიდან 4800 ლარამდე - ასეთია იმ ოქროს ზოდების სარეალიზაციო ფასი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ონლან კატალოგშია განთავსებული.
სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის ნაწილის ტირაჟი უკვე ამოწურულია, ნაწილი კი კვლავ გაყიდვაშია.
კერძოდ, კატალოგის მიხედვით, ამჟამად გაყიდვაშია, 1-უნციანი ოქროს ზოდები, რომლის ღირებულებაც 4 800 ლარია (ერთეულის). ეროვნული ბანკის საცავში ასეთი 442 ერთეულია.
კვლავ გაყიდვაშია 20- გრამიანი ოქროს ზოდებიც, რომელიც 3 250 ლარი ღირს. ამჟამად 212 ერთეულია გაყიდვაში.
რაც შეეხება იმ ოქროს ზოდებს, რომელთა რაოდენობა უკვე ამოწურულია, სებ-ის კატალოგის მიხედვით, გაყიდულია 2,9-გრამიანი ოქროს ზოდები. მათი რაოდენობა ჯამში 400 ერთეული იყო, თითოეულის ღირებულება კი 287,29 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი - 114 916 ლარია.
გაყიდულია 5-გრამიანი ოქროს ზოდებიც, რომლის სარეალიზაციო ფასი 574,59 ლარი იყო. ჯამში 400 ერთეული გაიყიდა, აქედან მიღებულმა შემოსავალმა კი - 229 836 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 10-გრამიან ოქროს ზოდებს, თითოეულის ღირებულება 1 149,18 ლარი იყო. ჯამში 400 ერთეული გაიყიდა, შემოსავალმა კი - 459 672 ლარი შეადგინა.