ავიაკომპანია Wizz Air შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს.
კომპანიის ცნობით, ბაზელში ფრენები 18 ნოემბრიდან აღარ შესრულდება. ცნობისთვის, ამ მიმართულებით ფრენა Wizz Air-მა 2019 წლის 13 სექტემბერს დაიწყო.
როგორც „ბიზნესპრენიუს“ კომპანიაში განუცხადეს, ფრენები დაბალი აქტივობის გამო შეჩერდა.
„მგზავრები, რომლებმაც აღნიშნული მიმართულებით ბილეთები უკვე შეიძინეს, ცვლილების შესახებ ინფორმაციას ელფოსტით მიიღებენ. მათ შეუძლიათ არჩევანი რამდენიმე შესაძლო კომპენსაციას შორის გააკეთონ: შეძენილი ბილეთის ფასის 100%-ით ანაზღაურება, ბილეთის 120%-იანი ანაზღაურება Wizz კრედიტით, ან სხვა მიმართულებით ბილეთში გადაცვლა,“ - აცხადებენ კომპანიაში.