ანაკლიის პორტზე მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, ადგილზე ჩასვლას აპირებენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ვიზიტი დღეს არის დაგეგმილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ადგილზე ჩასულ სტუმრებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლობაც დახვდება.
„ანაკლიის პორტზეც ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, რომელიც გამოიხატა რამდენიმე დელეგაციის მიერ. როგორც ვიცი, ისინი აპირებენ ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნონ. ამ მიმართულებით ჩვენ შევხვდით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს"და ისინიც მზად არიან. უკვე გამოყვეს პირები, რომლებიც ადგილზე შეხვდებიან. ინვესტორებს, უბრალოდ, აუხსნიან ამ პროექტის მნიშვნელობას და მიმდინარეობას", - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.