რუსული მედია : ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვა გადადო

ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე თანხმობის მიღების პროცედურების დასრულება გადადონ.

ამის შესახებ რუსული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" წერს, მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციები გუშინ, დღის ბოლომდე უნდა დაეწესებინა. შეზღუდვის ზომების ახალი პაკეტი ოფიციალურად უნდა ყოფილიყო დადასტურებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სტანდარტული წერილობითი პროცედურით. თუმცა, სააგენტოს მონაცემებით, კონსენსუსის მოძებნა ქვეყნებს შორის ვერ მოხერხდა და საღამოს ცნობილი გახდა, რომ ახალი სანქციების შემოღებისთვის ევროკავშირის ელჩების სასწრაფო შეხვედრა მოიწვიეს.