2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193 735 800 დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები წინა წლის მონაცემთან შედარებით 0.5 პროცენტით მეტია.
2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
თურქეთი - 1 293 834 700 დოლარი
რუსეთი - 1 032 502 600 დოლარი
ჩინეთი - 772 378 400 დოლარი
აზერბაიჯანი - 754 855 600 დოლარი
სომხეთი - 464 137 200 დოლარი
უკრაინა - 463 182 300 დოლარი
აშშ - 393 598 500 დოლარი
გერმანია - 356 040 700 დოლარი
რუმინეთი - 303 471 600 დოლარი
ბულგარეთი - 294 956 600 დოლარი