ბანკ JPMorgan-ს ნასამართლეობის მქონე ადამიანების დასაქმება სურს

ამერიკულ მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ს ნასამართლეობის მქონე ადამიანების დასაქმება სურს. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩენებლი აქვს, თუმცა აღნიშნული ჭეშმარიტება ნასამართლეობის მქონე ადამიანებზე არ ვრცელდება. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ „სათამაშო მოედნის გათანაბრება“ სურს.

„როდესაც ვიღაცას არ შეუძლია ფეხი შედგას კარში, სამუშაო ადგილის მისაღებად სხვებისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით, ეს ცუდია ბიზნესისთვის და ცუდია საზოგადოებისთვის, რომელსაც ესაჭიროება წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებთან“, - განაცხადა JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა.

ბანკის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ სურთ პოტენციური თანამშრომლების რიგები გააფართოვონ. მათ საწყისი დონის ვაკანტურ ადგილებზე უკვე აიყვანეს ნასამართლეობის მქონე თანამშრომლები. ბანკის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები 78-დან 87 მილიარდ დოლარამდე მთლიან შიდა პროდუქტს კარგავს, იმის გამო, რომ სამუშაო ძალიდან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს გამორიცხავს. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა რეციდივს ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-მა უკვე აკრძალა კითხვა, რომელიც პოტენციური თანამშრომლების კრიმინალური წარსულის გაგებას ცდილობდა. თუმცა ამერიკულ ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრი დამსაქმებელი რჩება, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, იყო თუ არა წარსულში ნასამართლევი ადამიანი, რომლის სამსახურში აყვანასაც გეგმავს. ეს კი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს სამსახურის მიღებას ურთულებს.

ავტორი: სალომე აბულაშვილი