დეველოპერულმა კომპანიამ "ბინადარი" ჟურნალისტებს უმასპინძლა

„ბინადარმა“ ლისზე ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

„ბინადარის“ ახალი პროექტის „ბინადარი ლისზე“ განხორციელება უკვე დაიწყო. სწორედ მშენებლობის დაწყების პროცესის გასაცნობად კომპანიამ ჟურნალისტებს ადგილზე უმასპინძლა. გარდა ამისა, მედიატურის ფარგლებში „ბინადარის“ გუნდმა ჟურნალისტებს კომპანიის მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო.

მედიატურში მონაწილეობა 20-მდე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელმა მიიღო.. ისინი თავად გაეცნენ მშენებლობის სპეციფიკასა და პროცესს. მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები პროექტის „ბინადარი ლისზე“ „ა“ ბლოკის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიასაც დაესწრნენ, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა სიმბოლური კაფსულა ჩადეს. მედიატურის დასასრულს კომპანიამ მრავალფუნქციური სასტუმროს - „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანის“ საგზურები გაათამაშა, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს და „ბინადარის“ საინვესტიციო პროექტია. საგზურები ყველაზე იღბლიანებს - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, iTV-ის, ინტერპრესნიუსის, ექსპრესნიუსის და დრონი.ჯის ჟურნალისტებს ერგოთ.

"ბინადარი" დღეისთვის 500-მდე ლოიალურ და კმაყოფილ მობინადრეს ითვლის. კომპანიას სამი დიდი პროექტი აქვს დასრულებული - „ბინადარი ცაგარელზე“ (არჩილ ცაგარელის N3-ში), „ბინადარი ნუცუბიძეზე“ (შალვა ნუცუბიძის N129-ში) და „ბინადარი დადიანზე“ (ცოტნე დადიანის N63-ში). პარალელურად, ის სამი პროექტის მშენებლობას ახორციელებს - „ბინადარი ვაკეში“ (ნინო ჟვანიას N3), „ბინადარი ლისზე“ (ლისის ტბის მიდებარედ, ა.ტაბიძის 41) და „ბინდარი დადიანზე 2“ (ც. დადიანის N59).

„ბინადარი“ როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად.

„კომპანიის დაარსების დღიდანვე ჩვენ შევთანხმდით ბრენდის პლატფორმაზე და ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღება უნდა მიგვეპყრო, ერთმნიშვნელოვნად იყო ხარისხი. ამასთანავე, ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები," - აცხადებენ კომპანიაში.

„ბინადარი“ თითოეული მიმდინარე პროექტის მშენებლობის პროცესშივე პარალელურად იწყებს სამომავლო პროექტებისათვის მზადებას. ამ ეტაპზე კომპანია 2 ახალ პროექტზე მუშაობს - „ბინადარის უბანი ისანში“ და „ბინადარი საირმეზე“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მომხმარებლთა მოთხოვნებს. ბინადარის გუნდი მშენებლობის დაწყებამდე ატარებს კვლევას და ირჩევს ყოველთვის ისეთ მდებარეობას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება პოტენციური მობინადრეებისთვის. "ბინადარის" პროექტები პრემიუმ კლასით გამოირჩევა, რაც ცალსახად უმაღლესი ხარისხის მასალას გულისხმობს. კომპანია ყოველთვის დროსთან და ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან ერთად ცვლის და ანაცვლებს არსებულ მასალას უკეთესით. პრემიუმ კლასი ესთეტიურ მხარესაც ითვალისწინებს და პროექტები ხარისხთან ერთად დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა. კომპანია პოტენციურ მობინადრეებს ყველა პროექტში სთავაზობს მშენებლობის მაღალ ხარისხს კონკურენტუნარიან ფასად. ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მოქნილი გადახდის პირობით, რაც გულისხმობს შიდა უპროცენტო განვადებას ინდივიდუალური გრაფიკით და სურვილის შემთხვევაში, გრძელვადიან იპოთეკურ სესხს პარტნიორ ბანკებთან.

ნიკა ღარიბაშვილი

(R)