„ხმოვანი ფიშინგი“ - სპეციალისტები მოსახლეობას კიბერთავდასხმის ახალ ფორმაზე აფრთხილებენ

საქართველოში ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. „კასპერსკი ლაბორატორიის“ ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ფიშინგის პრობლემა მომხმარებელთა 13.87% -ს შეექმნა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი პირველ კვარტალში 14.76% -ს შეადგენდა. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ე.წ. ფიშინგური თავდასხმები მსოფლიოში 2019 წლის პირველ კვარტალში გაცილებით მეტია, ვიდრე 2018 წელს.

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ კვლევისას დაადგინა, რომ 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ჭკვიან მოწყობილობებზე ინტერნეტთავდასხმა 100 მილიონზე მეტჯერ განხორციელდა და ეს კიბერთავდასხმა 276 ათასი უნიკალური IP-მისამართიდან დაფიქსირდა.

კვლევების მიხედით დადგინდა, რომ კიბერთავდასხმა ყველაზე მეტად რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდება, მათ შორისაა: აშშ, ეგვიპტე, ჩინეთი, ბრაზილია და რუსეთი, ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა კი ჩინეთზე მოდის. მსოფლიო მასშტაბით ჩინეთიდან კიბერთავდასხმების 30% განხორციელდა.

კიბერთავდამსხმელთა ყველაზე „გემრიელი ლუკმა“ სმარტფონები და სხვა მსგავსი ჭკვიანი გაჯეტებია. როგორც ცნობილია, სმარტფონებიდან პერსონალური ინფორმაციის მოპოვება ყველაზე მარტივია, რადგან აქ მომხმარებლების უამრავი ინფორმაცია ერთიანდება და როგორც წესი, მომხმარებლები სმარტფონებში მარტივ პაროლს აყენებენ.

ფიშინგის დროს კიბერ-დამნაშავეები ცდილობენ შექმნან ისეთი გვერდები და დაგვიკავშირდნენ ისეთი SMS შეტყობინებით ან ელექტრონულ მისამართზე ოფიციალური წერილით, რომელიც ძალიან გაქვს ნამდვილ შეთავაზებას. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ორგანიზაციები გვირჩევენ, რომ არ გავხსნათ საეჭვო ბმულები, რომელიც გვთხოვს ჩვენ პირად ინფორმაციას.

კიბერდანაშაულის ერთ-ერთი სახეობის - ფიშინგის დროს, თაღლითებს ჩვენი ან ბიზნეს სუბიექტის ანგარიშზე განთავსებული თანხის მოპარვა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ფიშინგი ყოველთვის ვებგვერდების ან ინტერნეტ-სივრცის საშუალებით არ ხორციელდება.

„კასპერსის ლაბორატორიის“ ცნობით, 2019 წელს საქართველოში ფიშინგის პრობლემა ინტენეტმომხმარებელთა 13,87%-ს შეექმნა.

ექსპერტების აზრით, ელექტრონულ მისამართზე გავრცელებულ ფიშინგს მომავალ წელს „ხმოვანი ფიშინგი“ ჩაანაცვლებს. ეს შეიძლება იყოს ე.წ. robocall ან ადამიანების მიერ განხორციელებული თაღლითური ზარები, რომლებიც შეიძლება „მევალეების“ ამპლუაშიც გაგეცნოთ.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ