საქართველოში აგრო -ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი გერმანული ბრენდი FENDT შემოდის

ყვარელში, „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის გვირაბის ტერიტორიაზე აგრო-ტექნიკის მწარმოებელი გერმანული ბრენდის, FENDT-ის წარდგენის ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოში „მეღვინეობა ხარებას“ ინიციატივით შემოდის.

საქართველოში Fendt-ის შემოსვლისა და ოპერირების მიზნით, „მეღვინეობა ხარებას“ და კომპანია Fendt-ის მფლობელ კორპორაცია AGCO-ს შორის გაფორმდა სადილერო პარტნიორობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც საქართველოში აგრო სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე, უახლესი სტანდარტებისა და მოდიფიკაციის მქონე აგრო-ტექნიკა, სავენახე და სხვა აგრო-ოპერაციების განხორციელების მიზნით, რაც მათ აბსოლუტურ თანხვედრასა და შესაბამისობას უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებთან. თავის მხრივ, „მეღვინეობა ხარებამ“ და მის ჯგუფში შემავალმა აგრო-კომპანიებმა, სახელმწიფოს თანადგომით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) ხელშეწყობით და ასევე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოზიდული შეღავათიანი ფინანსური რესურსით, რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს, Fendt-ის ტექნიკური არსენალით კომპანიების აღჭურვის მიზნით და სხვადასხვა ტიპის 21 ერთეული ტექნიკა შეიძინეს.

(R)