ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ჩინეთის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქმიანი ტურიზმის სფეროში ჩინეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები საქართველოს ეწვივნენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს B2B ფორმატში ფარგლებში ქართველი კოლეგები შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას საკონვენციო ბიუროს წევრი 40 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრაზე საქართველოში საქმიანი ტურიზმის მიმართულების და ბიზნეს პარტნიორობის ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს.

ღონისძიების გამართვამდე ჩინეთის უმსხვილესი ტურ-ოპერატორები კახეთს, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლს ეწვივნენ.

ჩინელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცისა და ავიაკომპანია Air Astana-ს თანამშრომლობის შედეგად ჩამოვიდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-ი მესამე სტატიას აქვეყნებს
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს - მთავრობის, ჩვენი გუნდის კარიც, ტელეფონებიც, თქვენთვის იქნება წვდომადი