Google Maps iOS სისტემის მომხმარებლებს გზებზე არსებული ავარიების, საცობებისა და გადატვირთული მოძრაობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

ამიერიდან Google Maps iOS სისტემის მომხმარებლებს გზებზე არსებული ავარიების, საცობებისა და გადატვირთული მოძრაობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი ინფორმაციის მიღება მხოლოდ Android-ის მომხმარებლებს აპლიკაცია Waze-ის მეშვეობით შეეძლოთ. ამიერიდან კი, ორივე სისტემის მომხმარებლებს მსგავს ინფორმაციაზე წვდომა პირდაპირ Google Maps-ის მეშვეობით შეეძლებათ.

კომპანია Google-ის პრეს-სპიკერის განმარტებით, აპლიკაციის განახლების მიზანი მძღოლებისთვის მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება და საავტომობილო გადაადგილების უსაფრთხოების ზრდაა.

შესაბამისად, დღეიდან ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მობილური ტელეფონის მეშვეობით გაავრცელოს ინფორმაცია საცობების, ავტოსაგზაო შემთხვევბისა თუ სიჩქარის მზომი კამერების განლაგების შესახებ, რომლებსაც აპლიკაციის სხვა მომხმარებლები ნახავენ.

აღნიშნულ ცვლილებას პოლიციელთა გარკვეული ჯგუფები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აპლიკაცია მომხმარებლებს ზედმეტად ბევრ ინფორმაციას აწვდის. მათი თქმით, მძღოლები რიგ შემთხვევებში შეეცდებიან პოლიციის კამერებს თავი აარიდონ.

ბექა ბერიაშვილი