უზბეკეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაათვალიერეს. ვიზიტი „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში შედგა. უზბეკეთის დელეგაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის დოვრან დეხკანოვის განცხადებით, ისინი ფოთის ტერმინალსა და ანაკლიის პორტს შეისწავლიან. მისივე თქმით, აბრეშუმის გზა შეუძლებელია საქართველოს პორტების გარეშე.
"ჩვენ დღეს ვიყავით ანაკლიაში, სადაც მიმდინარეობს პორტის მშენებლიბა. ეს არის გრანდიოზული ობიექტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის ასევე მთელი რეგიონისთვის. ჩვენი მხრიდან შევისწავლით მონაწილეობას ამ პროექტებში. ახლა მთავარია, ამ პროექტის პარამეტრები, თუ რა პროექტებია აქვს ფოთის ტერმინალს და ამ პორტს. მიმდინარეობს საუბარი აბრეშუმის გზაზე და შეუძლებელია მისი განხილვა შავი ზღვის პორტების გარეშე. მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ბევრი ტრანსკონტინენტალური მარშრუტი, მაგრამ ყველა ამ გზის განვითარებას აქვს პერსპექტივა. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო კორიდორს. ჩვენ ვსწავლობთ სატრანსპორტო კორიდორებს და გვინდა ჩამოვყალიბდეთ, რომელია ჩვენი ტვირთისთვის უსაფრთხო კორიდორი. ჩვენ განვიხილავთ ყველა გზას და მათ შორის საქართველოს პორტებს", - ამბობს იგი.