"უყაირათობის და არაეფექტურობის თვალსაჩინო დემონსტრირებაა ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა"

უყაირათობის და არაეფექტურობის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირებაა ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე ეხება უზარმაზარი მნიშვნელობის აქტივებს, რომლებიც თავმოყრილია სახელმწიფო საწარმოებში და რომლებიც სრულიად არაეფექტურად და უყაირათოდ იხარჯება.

„დღეს მინდა ვისაუბროთ კიდევ ერთ მაგალითზე, როგორ არაეფექტურად იმართება ქვეყანა, როგორ არაფექტურად იმართება გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები. საქმე ეხება სახელმწიფო საწარმოებს, სადაც თავმოყრილია ძალიან მნიშვნელოვანი აქტივები. ეს აქტივები შექმნილია ხალხის ფულით და ამ აქტივების არაეფექტური და უყაირათო მართვის გამო იკარგება უზარმაზარი რაოდენობით თანხები. თვითონ უყაირათობის და არაეფექტურობის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირებაა ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა. ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად მიუღებელ და კატასტროფულ ტენდენციაზე, რომ პრაქტიკულად 6 წელზე მეტია მთლიანი შიდა პროდუქტი, გამოხატული დოლარში, ერთ სულ მოსახლეზე არ იზრდება. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ გვჭირდება პირიქით ძალიან დიდ ტემპებით ზრდა, რომ გავაუმჯობესოთ ადამიანების მდგომარეობა, მათი შესაძლებლობები, რომ გამოვიდეთ ამ სიდუხჭირიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დღეიდან საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით დაგროვდა.

„ჩვენ ვსწავლობთ ყველა თემას ფუნდამენტურად და საზოგადოებას შევთავაზებთ გადაწყვეტის და გადაჭრის გზებს, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"პროკურატურას უახლოეს პერიოდში გადაეცემა წერილის დედანი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასგან მიიღო"
"ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა მამუკა ხაზარაძის და ჩემ მიმართ - ეს ბრძოლა შეუპოვარი და უკომპრომისო იქნება"
მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესზე - მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენს უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვება