იმპორტირებული მედიკამენტების 50% რეექსპორტზე გადის - ქვეყნები, სადაც საქართველოდან წამლების ექსპორტი ხორციელდება

საქართველოში იმპორტირებული დაფასოებული მედიკამენტების 50% რეექსპორტზე გადის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 261, 979 მლნ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, აქედან 132, 731 მლნ დოლარის დაფასოებული მედიკამენტები კი რეექსპორტზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის საერთო მაჩვენებელში მედიკამენტების წილი 1,1%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2018 წელს დაფასოებული მედიკამენტების წილი საერთო ექსპორტში იყო 4,1%, 2019 წელს კი 5,2%. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 141,927 მლნ დოლარის დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით მეტია. გასულ წლის 9 თვეში ქვეყნიდან 101,352 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 64, 416 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 22, 912 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 22, 261 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 18, 864 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 14,201 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 13,844 მლნ აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 9, 632 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 9,030 მლნ აშშ დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 8,850 მლნ აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 7, 967 მლნ აშშ დოლარი
  • დანარჩენი ქვეყნები - 69, 998 მლნ აშშ დოლარი.

აქედან, დაფასოებული მედიკამენტები რეექსპორტით შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

  • უზბეკეთი - 48, 79 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 20,196 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა- 14, 718 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 14, 211 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 13,260 მლნ აშშ დოლარი
  • თურქმენეთი - 5, 462 მლნ აშშ დოლარი
  • ბელორუსი - 4,250 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 4,191 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 3,203 მლნ აშშ დოლარი
  • ტაჯიკეთი - 1,419 მლნ აშშ დოლარი
  • დანარჩენი ქვეყნები - 3, 737 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ზოგადად ექსპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ჯამში, 141, 927 მლნ აშშ დოლარის დაფასოებული მედიკამენტები გავიდა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კი, შემდეგ ქვეყნებში:

  • უზბეკეთი - 49, 807 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 21, 826 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა- 15,002 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 14, 226 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 13, 474 მლნ აშშ დოლარი
  • თურქმენეთი - 5, 866 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 5,052 მლნ აშშ დოლარი
  • ბელორუსი - 4, 350 მნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 3,722 მლნ აშშ დოლარი
  • ტაჯიკეთი - 2,726 მლნ აშშ დოლარი
  • დანარჩენი ქვეყნები - 5, 872მლნ აშშ დოლარი.

ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია - „PSP”, “ავერსი”, “გეფა” (“ფარმადეპო”, “GPS”), “იმპექსი”, “სახალხო აფთიაქი“ და ასევე რამდენიმე წვრილი და არაბრენდული აფთიაქი ოპერირებს.

ნინი ქეთელაური